logo
ENG



"ჩვენ აქ ვართ და არსად წასვლას არ ვაპირებთ" - ბლინკენი ნეთანიაჰუს

12 ოქტ 202317:02
3 წუთის საკითხავი
 
2023/10/12/50qywxw79sxpsxq.jpeg

ისრაელში ვიზიტის დროს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ისრაელის პრემიერმინისტრს ვაშინგტონის მხარდაჭერა დაუდასტურა. ამის შესახებ მან ერთობლივ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. ენტონი ბლინკენმა აღმოსავლეთში ტური დაიწყო, რომლის პირველი გაჩერებაც ისრაელია.

თელ-ავივის აეროპორტში ჩაფრენიდან ერთ საათში ენტონი ბლინკენმა ბენიამინ ნეთანიაჰუს ხელი ჩამოართვა და თქვა: "ჩვენ აქ ვართ და არსად წასვლას არ ვაპირებთ".

ისრაელის შემდეგ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი იორდანიაში გაემგზავრება, რათა მეფე აბდულას და პალესტინის ავტონომიის პრეზიდენტს მაჰმუდ აბას შეხვდეს. ამერიკელი ოფიციალური პირების განცხადებით ბლინკენი სხვა არაბულ ქვეყნებშიც გაემგზავრება, თუმცა არ ზუსტდება რომლებში.

ხუთშაბათის კონფერენციაზე ბლინკენმა განაცხადა, რომ აშშ არასდროს შეწყვეტს ისრაელის მხარდაჭერას და დასძინა, რომ ჰამასი "სისასტიკისა და არაადამიანურობის ლიტანიაა".

"მესიჯი, რომელიც მე ისრაელს მოვუტანე მდგომარეობს შემდეგში: თქვენ შეიძლება საკმარისად ძლიერები იყოთ დამოუკიდებლად თავის დასაცავად, მაგრამ სანამ ამერიკა არსებობს, თქვენ არასდროს, არასდროს მოგიწევთ ამის გაკეთება", - განაცხადა ბლინკენმა.

ბლინკენის ვიზიტი, დასძინა ბენიამინ ნეთანიაჰუმ, იყო "ამერიკის ცალსახა მხარდაჭერის კიდევ ერთი ხელშესახები მაგალითი ისრაელისთვის".

ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ ჰამასი ისევე განადგურდება, როგორც ISIS:

"ჰამასი არის ISIS, და როგორც ISIS გაზნადგურდა, ისევე განადგურდა ISIS და ჰამასს უნდა მოეპყრა ისევე, როგორც ISIS-ს ექცეოდნენ".

რაც შეეხება სამხედრო დახმარებას, აშშ ისრაელს საბრძოლო მასალას მიაწვდის "რკინის გუმბათისთვის" და ასევე სხვა თავდაცვის საშუალებებს. მისივე თქმით, ამერიკული დახმარების პირველი ტვირთი უკვე ისრაელშია და დანარჩენი გზაშია.


close დახურვა